მუსიკის ჩართვაპაუზა
scripichnyi_kliuch
logo
globus
მუსიკის ჩართვაპაუზა
ქართული
languages
  • ერთ თვალწარმტაც, შორეულ ქვეყანაში, სადაც მდუმარება ჯადოსნურ ჰანგად ხმიანობს და ჰაერში თაფლზე უტკბესი სურნელება იფრქვევა - ზანტად გადაწოლილა ჯადოსნური ტბა.

    ტბის ლაჟვარდოვან ზედაპირზე ყოველ დილას იშლებიან და ერთმანეთს და სამყაროს ესალმებიან: თეთრი, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ალისფერი წვრილ, მძლავრ რტოებზე მოქანავე ლოტოსები.

    ყოველი მათგანი განუმეორებელი და თავისებურად მშვენიერია. ტბა სიამოვნებით ირეკლავს მათ გამოსახულებებს თავის სარკისებრ ზედაპირზე.

    ერთხელ ჯადოსნური ტბა გასაოცარი ამბის მოწმე გახდა...

    arrow
  • მშვენიერმა, თოვლივით ქათქათა ლოტოსმა, მის გულში ამოზრდილ კოლოფში დამწიფებულ მარცვლებს ასე მიმართა:  
     
    <<ჩემო საყვარელო შვილებო, თქვენ უკვე დაიზარდეთ, დადგა თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრების დრო. ახლა საკუთარი ცხოვრების გზას უნდა დაადგეთ. თქვენ რთული, ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობა გელით. ამ გზის ღირსეულად გავლის შემდეგ ყოველი თქვენგანი ისეთივე მშვენიერი გახდება, როგორებიც ჩვენი სამყაროს ბინადრები არიან. ჩემო პატარებო იცოდეთ, ამ გზის გავლას და შინ დაბრუნებას ყველა ვერ შეძლებს. კარგად დამიგდეთ ყური. რასაც ახლა გეტყვით, თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უხსოვარი დროიდან>>.

    ლოტოსის მარცვლები, სულგანაბულები უსმენდნენ დიდი ლოტოსის დარიგებას, რომელმაც ღირსეულად განვლო ის გზა, რომლისთვისაც თავის პატარებს აგულიანებდა. 

    arrow
  • დიდმა ლოტოსმა განაგრძო:  
    <<ყოველ თქვენგანში სამი ფასდაუდებელი ძვირფასეულობაა ჩამალული! თუ შეჭირვების ჟამს გაგახსენდებათ ისინი, ნებისმიერ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.  
     
    საიდუმლო წიგნში ეს ძვირფასეულობები ასე იწოდებიან: 

    zhen

    ჭეშმარიტება

    shan

    სიკეთე

    ren

    მოთმინება

    სამყაროში არ არსებობს ისეთი საფრთხე, რომლიდანაც ეს სამეული ვერ გიხსნიდეთ>>. ყურადღებით მომისმინეთ… 
     
    განაგრძო დიდმა ლოტოსმა. ბოლოს მან თქვა:  
    <<მე ყოველი თქვენთაგანის მჯერა. ყველას აქ, ჯადოსნუ ტბაზე გელით>>. 

    arrow
  • საღამოს მარცვლებიანი კოლოფი გვერდზე გადაიხარა, გაიხსნა და მარცვლები ჯადოსნურ ტბაში ჩაცვივდნენ. ერთი მათგანი სხვებზე მეტად ჩქარობდა. მას უკვირდა, - <<რატომ თქვა დიდმა ლოტოსმა, გზა რთული იქნებაო? წყალი ხომ სუფთა და გამჭვირვალეა, მზეც კი მოჩანს!>> 
     
    პატარა მარცვალი გამოუცდელი იყო და არ იცოდა, რომ ვარდნა ასვლაზე ადვილია. 
     
    ამასობაში მარცვალი სულ უფრო და უფრო იძირებოდა, ფსკერს უახლოვდებოდა და რაც უფრო უახლოვდებოდა, წყალი მით უფრო იმღვრეოდა. ბოლოს მთლად ატალახდა. 
     
    <<ვაი, ვაი, ვაი! აქ თითქმის ვეღარაფერს ვხედავ>>.  
    შეჰკივლა მარცვალმა და ვარდნა განაგრძო. იგი უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა ლაფში. ბოლოს ფსკერს მიაღწია და ვარდნა შეწყდა.  
     
    მარცვალმა შიშისაგან თვალები დახუჭა.  
     
    arrow
  • ერთხანს ასე იყო. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ჯერ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ მეორის გახელა გაბედა... 
    ირგვლივ წყვდიადს დაესადგურებინა. აღარაფერი ჩანდა. <<საით წავიდე, როგორღა გავიკვლიო შინ დასაბრუნებელი გზა?>> უეცრად მარცვალს თითქოს თავისი შეკითხვის პასუხად, პირის უცნაური წკლაპუნი შემოესმა. მას რაღაც მუქი და მოგრძო სხეული უახლოვდებოდა დიდი სისწრაფით. 
     
    ცოტა ხანში მარცვალმა ნიანგის მსგავსი არსების გარჩევა შეძლო. მას სხეული ერთიანად ეკლებით ჰქონდა დაფარული. ურჩხულს ზურგზე თავისი სახელი ეწერა, მაგრამ სიბნელის გამო წარწერის ამოკითხვა შეუძლებელი იყო. ურჩხულმა მიმხრჩვალი ხმით დაიწრიპინა: <<პატარა მარცვალო, მე შენ გელოდი. აქ ახალი ცხოვრება გელის. მზად ვარ სასარგებლო რჩევები მოგცე! 

    arrow
  • ცხოვრება სხვადასხვა განსაცდელს გვიმზადებს. დავუშვათ, სიბნელის გამო ვინმემ ვერ შეგამჩნია და დაგეჯახა. ჩვენთან ხომ წყვდიდია. ან ვიღაცამ, ცუდ გუნებაზე მყოფმა, უმიზეზოდ გაწყენინა, აქაურებისთვის ასეთი გუნებ-განწყობა ჩვეულებრივი ამბავია, მოუბრუნდი და ერთი კარგად ჩასცხე. არ დაინდო. ორმაგად, სამმაგად აზღვევინე. სამაგალითოდ დასაჯე>>. წრიპინებდა ამოუცნობი არსება. 
     
    პატარა ლოტოსმა გაიფიქრა: <<იქნებ მართლაც ასე უნდა მოვიქცე, რომ ამ დაუნდობელ სამყაროში თავი გავიტანო>>. უეცრად მარცვალს დიდი ლოტოსის სიტყვები გაახსენდა, რომლებიც ჩვენ ვერ გავიგონეთ. მან ასე განსაჯა: <<თუ ურჩხულის რჩევებს შევასრულებ, ამ წუმპიდან ვერასოდეს დავაღწევ თავს და მასავით საზარელი შევიქნები!>> 

    arrow
  • მარცვალი ყოყმანობდა, თავის ფიქრებს მისცემოდა.  
    იგი არჩევანის წინაშე იდგა. ურჩხული კი წინ მოიწევდა. სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა პატარას. მარცვალს ამ საშინელი არსების ერთი რჩევაც რომ ეღო ყურად, ურჩხულს ხელ-ფეხს გაუხსნიდა და უფლებას მისცემდა, მისთვის პაწაწინა ნაწილი მოეკვნიტა. ამ სამყაროში, ასეთი წესები იყო. აქ მუქთად არავინ არაფერს იძლეოდა, უბრალო რჩევასაც - კი.  
     
    მარცვალი ურჩხულის ნებას რომ დაჰყოლოდა, მისთვის შეუძლებელი გახდებოდა შინ დაბრუნება და მშვენიერ ყვავილად გადაქცევა, ჯადოსნურ ტბას რომ ამშვენებს. 
     
    <<ყველანაირი მდგომარეობიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს>>. იმეორებდა მარცვალი...  
     
    და აი, მას სამი ძვირფასეულობა გაახსენდა.  
     
    arrow
  • სწორედ ეს იყო დიდი ლოტოსის მთავარი საიდუმლო: <<ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენში ღრმად არის ჩამალული სამი ყოვლისშემძლე, მოკაშკაშე ძვირფასეულობა

    zhen

    ჭეშმარიტება

    shan

    სიკეთე

    ren

    მოთმინება

    რომლებიც ყოველგვარ საფრთხეში, ყველაზე საჭირო და ქმედით დახმარებას გაგვიწევენ და გადაგვარჩენენ. 
     
    ჰოი საოცრებავ! როგორც კი მარცვალმა უარყო ბოროტი რჩევები, მყისვე კაშკაშა ვარსკვლავმა, რომელსაც სიკეთე ერქვა, გაანათა არემარე.  
     
    მარცვალმა შეძლო ამოეკითხა ურჩხულის სახელი - " ბოროტება", რომელიც ზურგზე ეწერა.  
    ძალუმმა ბიძგმა, უზარმაზარ საქანელესავით აისროლა პატარა ზევით. 
     
    arrow
  • როდესაც ნათება თანდათან მიინავლა, მარცვალმა სრულიად სხვა სამყარო იხილა. წყვდიადის სამყარო სადღაც შორს, ქვემოთ დარჩენილიყო. ირგვლივ რუხი სამყარო გადაიშალა. 
     
    აქ ოდნავ აღწევდა მზის შუქი და სუნთქვაც შედარებით ადვილი იყო. 
     
    მარცვალმა დაიხედა და დაინახა, რომ ორი ფურცელი ამოზრდოდა. 
    ,,ვაშააა! მალე ნამდვილ ყვავილად გადავიქცევი>> -წამოიძახა გახარებულმა მარცვალმა.

    სამწუხაროდ, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა... 
     
    arrow
  • რუხი ბურუსიდან მარცვლისაკენ მეჭეჭებიანი, სლიპინა გომბეშო მოიპარებიდა. იგი ფრთხილად ადგამდა თავის აპკიან თათებს. ბოლოს ჩიფჩიფით მიმართა მარცვალს: <<მოგესალმები რუხ სამყაროში! აქ უბრალო წესები გვაქვს. ყველა სათავისოდ ვმოქმედებთ, არავის ვეხმარებით, მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ვიცავთ. სხვის გასაჭირს აინუნში არ ვაგდებთ, ყველაფერთან ერთად აქ სიცრუეც დასაშვებად მიგვაჩნია, შეგიძლია შენი დანაშაული სხვას გადააბრალო. თუ ტკბილეულობას უყოფ ვინმეს - აქაურად, რუხულად გაანაწილე, სხვას ერთი მიეცი, შენთვის ხუთი დაიტოვე…>> 
     
    მარცვალი ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებდა გომბეშოს, რომელიც უცნაურ რამეებს ამბობდა. მისი შეხედულებები ხომ სრულიად ეწინააღმდეგებოდა ლოტოსისას, რომელიც ჯადოსნურ ტბაზე ელოდა მას. 

    arrow
  • ამჯერად პატარას სამი ძვირფასეულობის გადამრჩენი ძალა უფრო სწრაფად მოაგონდა. რუხ სამყაროში დარჩენას, მისი წესებით ცხოვრებას და მის ბინადრებთან მიმსგავსებას მარცვალი არ აპირებდა... 
     
    მყისვე კაშკაშა ვარსკვლავმა, რომესაც ერქვა - ჭეშმარიტება - დამცავი საფარველი გადააფარა მარცვალს და ისე ძლიერად უბიძგა ზემოთკენ, რომ მან ძლივსღა მოასწრო, გომბეშოს ზურგზე ამოეკითხა სიტყვა - "სიცრუე". 
     
    და აი, ჩვენი მოგზაური მღვრიე სამყაროში აღმოჩნდა. აქ მან მხიარულად შეარხია თავისი ექვსივე ფურცელი! დიახ, დიახ, ახლა ისინი უკვე გასამმაგებულიყვნენ. ყოველი გამარჯვების შემდეგ მარცვალი იზრდებოდა და ძლიერდებოდა. სადღაც ზემოთ მზე ანათებდა და მისი სხივები, თუმცა გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღწევდნენ მღვრიე წყალში. 
     
    მიუხედავად ამისა, მარცვლისთვის გამოცდები ამით არ დასრულებულა... 

    arrow
  • სადღაც შორს საზიზღარი, გველის მსგავსი ჭიაყელა გამოჩნდა. ის ნელ-ნელა მოიკლაკნებოდა, თან დაჟინებით აშტერდებოდა პატარა ლოტოსს. ყურადღებით აკვირდებოდა, თითქოს უნდოდა მისი სუსტი წერტილი მოენახა.  
     
    ჭიაყელა წყვდიადის და რუხი სამყაროების ბინადრებისაგან განსხვავებით, უფრო სუსტი, მაგრამ უფრო ეშმაკი იყო. მას შემპარავი, ძილისმომგვრელი ხმა ჰქონდა: <<გაგიმართლა პატარა ლოტოსო! -ახლა უკვე შემიძლია ასე მოგმართო. ჩვენს სამყაროში სიმშვიდეა, აქ ქარიც კი არ ქრის და არც ისე ბნელა.  
     
    ქცევის წესები უბრალო და სასიამოვნო გვაქვს. თუ რაიმეს კეთება არ გსურს, ნურც გააკეთებ. შეგიძლია არ ისწავლო, არც შეეცადო. შეგიძლია ყოველგვარ სირთულეს თავი აარიდო. 
     
    ჩვენ არ გვსურს მეგობრების ყოლა, რადგან ხან მათი უგუნებობის ატანა მოგვიხდება, ხან მათთვის დხმარების გაწევა მოგვიწევს, როცა განსაცდელში ჩავარდებიან. 

    arrow
  • ამას გარდა - თუ ვინმემ რაღაც არასასიამოვნო გითხრა, თავი არ შეიკავო, არავინ დაზოგო, რაც მოგეპრიანება, ცხვირ-პირში მიახალე!>> 
     
    პატარა ლოტოსმა გაიფიქრა: << რა თქმა უნდა, მაცდუნებელი შემოთავაზებაა არაფრის კეთება, ყოველგვარი ძალისხმევის უგულვებელყოფა, მაგრამ ასე ხომ ახალს ვერაფერს გავიგებ, ვერ ვისწავლი. გარდა ამისა, მარტოობა მოსაწყენი და გაუსაძლისია. არა, არა, არა! მე შემწევს ამ მღვრიე და უფერული სამყაროდან თავის დაღწევის ძალა>>. 
     
    პატარა ლოტოსი მართალი იყო. მესამე ძვირფასეულობა მუდამ მზად იყო დახმარებოდა მას. ვარსკვლავმა სახელად მოთმინება , სწრაფად დაიწყო ზრდა მის გულში. ის იზრდებოდა მანამ, სანამ მისმა ნათებამ, პატარა ლოტოსი მთლიანად სადაფის სფეროთი არ შემოსა და ფაქიზად იწყო მისი ზემოთკენ აყვანა.

    arrow
  • ჭიაყელამ, რომელსაც "სიზარმაცე" ერქვა, დაპატარავება იწყო და ბოლოს საერთოდ გაქრა. მზის შუქი, სულ უფრო და უფრო ნათელი და კაშკაშა ხდებოდა, ხოლო წყალი კამკამა. ნათება თანდათან შესუსტდა და ბოლოს ჩაქრა. ახლა ახალგაზრდა ლოტოსი სხვის დახმარებას აღარ საჭიროებდა. იგი თავად ძლიერი იყო. ღერომ, რომელიც გაშლილ ყვავილს იკავებდა, სწრაფად დაიწყო ზრდა. პირქუში სამყარო შორს რჩებოდა.  
     
    გამჭვირვალე სამყაროში გადაადგილება ადვილი და სასიამოვნო იყო. მოალერსე მზემ, თბილი, ოქროსფერი სხივებით გაანათა და გაათბო იგი. 
     
    აი, სამანი წყალსა და ჰაერს შორის გადალახულია. ნორჩი ლოტოსი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ უსუსური მარცვალი იყო, ჯადოსნური ტბის ზედაპირზე აღმოჩნდა. 

    arrow
  • <<კეთილი იყოს შენი დაბრუნება!>> - ეს დიდი ლოტოსის ხმა იყო, რომლის უხილავ მხარდაჭერას გამუდმებით შეიგრძნობდა, ამ ფათერაკებიან გზაზე და რომლისკენაც მთელი არსებით მიისწრაფოდა პატარა ლოტოსი. დიდმა ლოტოსმა განაგრძო: <<ახლა შენ მშვენიერი და ძლიერი ხარ. უკვე თავად შეგიძლია, სხვებს გაუწოდო დახმარების ხელი. შენი სრულყოფილი სილამაზე კი, სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენი სამყაროს ბინადართ>>.

    ახალგაზრდა ლოტოსმა დახედა თავის ანარეკლს წყალში და დაინახა მშვენიერი ყვავილი, მოელვარე გამჭვირვალე ფურცლებით. ჯადოსნური ტბის ზედაპირზე-სულ ახალ-ახალი ლოტოსები ამოდიოდნენ წყლიდან. ყველამ საკუთარი გზა განვლო და თავისი განუმეორებელი სილამაზე მოიტანა. 
    თუ მათ ყურადღებით მოვავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ყოველი მათგანი იმედით შემოგცქერის შენ - თითქოს უსიტყვოდ მოგიწოდებს: 
     
    ღირსეულად განვლე შენი სავალი გზა! 

    arrow
arrow
book
ერთ თვალწარმტაც, შორეულ ქვეყანაში, სადაც მდუმარება ჯადოსნურ ჰანგად ხმიანობს და ჰაერში თაფლზე უტკბესი სურნელება იფრქვევა - ზანტად გადაწოლილა ჯადოსნური ტბა.

ტბის ლაჟვარდოვან ზედაპირზე ყოველ დილას იშლებიან და ერთმანეთს და სამყაროს ესალმებიან: თეთრი, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ალისფერი წვრილ, მძლავრ რტოებზე მოქანავე ლოტოსები.

ყოველი მათგანი განუმეორებელი და თავისებურად მშვენიერია. ტბა სიამოვნებით ირეკლავს მათ გამოსახულებებს თავის სარკისებრ ზედაპირზე.

ერთხელ ჯადოსნური ტბა გასაოცარი ამბის მოწმე გახდა...

მშვენიერმა, თოვლივით ქათქათა ლოტოსმა, მის გულში ამოზრდილ კოლოფში დამწიფებულ მარცვლებს ასე მიმართა:

<<ჩემო საყვარელო შვილებო, თქვენ უკვე დაიზარდეთ, დადგა თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრების დრო. ახლა საკუთარი ცხოვრების გზას უნდა დაადგეთ. თქვენ რთული, ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობა გელით. ამ გზის ღირსეულად გავლის შემდეგ ყოველი თქვენგანი ისეთივე მშვენიერი გახდება, როგორებიც ჩვენი სამყაროს ბინადრები არიან. ჩემო პატარებო იცოდეთ, ამ გზის გავლას და შინ დაბრუნებას ყველა ვერ შეძლებს. კარგად დამიგდეთ ყური. რასაც ახლა გეტყვით, თაობიდან თაობას გადაეცემოდა, უხსოვარი დროიდან>>.

ლოტოსის მარცვლები, სულგანაბულები უსმენდნენ დიდი ლოტოსის დარიგებას, რომელმაც ღირსეულად განვლო ის გზა, რომლისთვისაც თავის პატარებს აგულიანებდა.
დიდმა ლოტოსმა განაგრძო:
<<ყოველ თქვენგანში სამი ფასდაუდებელი ძვირფასეულობაა ჩამალული! თუ შეჭირვების ჟამს გაგახსენდებათ ისინი, ნებისმიერ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.

საიდუმლო წიგნში ეს ძვირფასეულობები ასე იწოდებიან:
zhen

ჭეშმარიტება

shan

სიკეთე

ren

მოთმინება

სამყაროში არ არსებობს ისეთი საფრთხე, რომლიდანაც ეს სამეული ვერ გიხსნიდეთ>>. ყურადღებით მომისმინეთ…

განაგრძო დიდმა ლოტოსმა. ბოლოს მან თქვა:
<<მე ყოველი თქვენთაგანის მჯერა. ყველას აქ, ჯადოსნუ ტბაზე გელით>>.
საღამოს მარცვლებიანი კოლოფი გვერდზე გადაიხარა, გაიხსნა და მარცვლები ჯადოსნურ ტბაში ჩაცვივდნენ. ერთი მათგანი სხვებზე მეტად ჩქარობდა. მას უკვირდა, - <<რატომ თქვა დიდმა ლოტოსმა, გზა რთული იქნებაო? წყალი ხომ სუფთა და გამჭვირვალეა, მზეც კი მოჩანს!>>

პატარა მარცვალი გამოუცდელი იყო და არ იცოდა, რომ ვარდნა ასვლაზე ადვილია.

ამასობაში მარცვალი სულ უფრო და უფრო იძირებოდა, ფსკერს უახლოვდებოდა და რაც უფრო უახლოვდებოდა, წყალი მით უფრო იმღვრეოდა. ბოლოს მთლად ატალახდა.

<<ვაი, ვაი, ვაი! აქ თითქმის ვეღარაფერს ვხედავ>>.
შეჰკივლა მარცვალმა და ვარდნა განაგრძო. იგი უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა ლაფში. ბოლოს ფსკერს მიაღწია და ვარდნა შეწყდა.

მარცვალმა შიშისაგან თვალები დახუჭა.

ერთხანს ასე იყო. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ჯერ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ მეორის გახელა გაბედა...
ირგვლივ წყვდიადს დაესადგურებინა. აღარაფერი ჩანდა. <<საით წავიდე, როგორღა გავიკვლიო შინ დასაბრუნებელი გზა?>> უეცრად მარცვალს თითქოს თავისი შეკითხვის პასუხად, პირის უცნაური წკლაპუნი შემოესმა. მას რაღაც მუქი და მოგრძო სხეული უახლოვდებოდა დიდი სისწრაფით.

ცოტა ხანში მარცვალმა ნიანგის მსგავსი არსების გარჩევა შეძლო. მას სხეული ერთიანად ეკლებით ჰქონდა დაფარული. ურჩხულს ზურგზე თავისი სახელი ეწერა, მაგრამ სიბნელის გამო წარწერის ამოკითხვა შეუძლებელი იყო. ურჩხულმა მიმხრჩვალი ხმით დაიწრიპინა: <<პატარა მარცვალო, მე შენ გელოდი. აქ ახალი ცხოვრება გელის. მზად ვარ სასარგებლო რჩევები მოგცე!
ცხოვრება სხვადასხვა განსაცდელს გვიმზადებს. დავუშვათ, სიბნელის გამო ვინმემ ვერ შეგამჩნია და დაგეჯახა. ჩვენთან ხომ წყვდიდია. ან ვიღაცამ, ცუდ გუნებაზე მყოფმა, უმიზეზოდ გაწყენინა, აქაურებისთვის ასეთი გუნებ-განწყობა ჩვეულებრივი ამბავია, მოუბრუნდი და ერთი კარგად ჩასცხე. არ დაინდო. ორმაგად, სამმაგად აზღვევინე. სამაგალითოდ დასაჯე>>. წრიპინებდა ამოუცნობი არსება.

პატარა ლოტოსმა გაიფიქრა: <<იქნებ მართლაც ასე უნდა მოვიქცე, რომ ამ დაუნდობელ სამყაროში თავი გავიტანო>>. უეცრად მარცვალს დიდი ლოტოსის სიტყვები გაახსენდა, რომლებიც ჩვენ ვერ გავიგონეთ. მან ასე განსაჯა: <<თუ ურჩხულის რჩევებს შევასრულებ, ამ წუმპიდან ვერასოდეს დავაღწევ თავს და მასავით საზარელი შევიქნები!>>
მარცვალი ყოყმანობდა, თავის ფიქრებს მისცემოდა.
იგი არჩევანის წინაშე იდგა. ურჩხული კი წინ მოიწევდა. სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა პატარას. მარცვალს ამ საშინელი არსების ერთი რჩევაც რომ ეღო ყურად, ურჩხულს ხელ-ფეხს გაუხსნიდა და უფლებას მისცემდა, მისთვის პაწაწინა ნაწილი მოეკვნიტა. ამ სამყაროში, ასეთი წესები იყო. აქ მუქთად არავინ არაფერს იძლეოდა, უბრალო რჩევასაც - კი.

მარცვალი ურჩხულის ნებას რომ დაჰყოლოდა, მისთვის შეუძლებელი გახდებოდა შინ დაბრუნება და მშვენიერ ყვავილად გადაქცევა, ჯადოსნურ ტბას რომ ამშვენებს.

<<ყველანაირი მდგომარეობიდან შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს>>. იმეორებდა მარცვალი...

და აი, მას სამი ძვირფასეულობა გაახსენდა.

სწორედ ეს იყო დიდი ლოტოსის მთავარი საიდუმლო: <<ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენში ღრმად არის ჩამალული სამი ყოვლისშემძლე, მოკაშკაშე ძვირფასეულობა
zhen

ჭეშმარიტება

shan

სიკეთე

ren

მოთმინება

რომლებიც ყოველგვარ საფრთხეში, ყველაზე საჭირო და ქმედით დახმარებას გაგვიწევენ და გადაგვარჩენენ.

ჰოი საოცრებავ! როგორც კი მარცვალმა უარყო ბოროტი რჩევები, მყისვე კაშკაშა ვარსკვლავმა, რომელსაც სიკეთე ერქვა, გაანათა არემარე.

მარცვალმა შეძლო ამოეკითხა ურჩხულის სახელი - " ბოროტება", რომელიც ზურგზე ეწერა.
ძალუმმა ბიძგმა, უზარმაზარ საქანელესავით აისროლა პატარა ზევით.

როდესაც ნათება თანდათან მიინავლა, მარცვალმა სრულიად სხვა სამყარო იხილა. წყვდიადის სამყარო სადღაც შორს, ქვემოთ დარჩენილიყო. ირგვლივ რუხი სამყარო გადაიშალა.

აქ ოდნავ აღწევდა მზის შუქი და სუნთქვაც შედარებით ადვილი იყო.

მარცვალმა დაიხედა და დაინახა, რომ ორი ფურცელი ამოზრდოდა.
,,ვაშააა! მალე ნამდვილ ყვავილად გადავიქცევი>> -წამოიძახა გახარებულმა მარცვალმა.

სამწუხაროდ, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა...

რუხი ბურუსიდან მარცვლისაკენ მეჭეჭებიანი, სლიპინა გომბეშო მოიპარებიდა. იგი ფრთხილად ადგამდა თავის აპკიან თათებს. ბოლოს ჩიფჩიფით მიმართა მარცვალს: <<მოგესალმები რუხ სამყაროში! აქ უბრალო წესები გვაქვს. ყველა სათავისოდ ვმოქმედებთ, არავის ვეხმარებით, მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ვიცავთ. სხვის გასაჭირს აინუნში არ ვაგდებთ, ყველაფერთან ერთად აქ სიცრუეც დასაშვებად მიგვაჩნია, შეგიძლია შენი დანაშაული სხვას გადააბრალო. თუ ტკბილეულობას უყოფ ვინმეს - აქაურად, რუხულად გაანაწილე, სხვას ერთი მიეცი, შენთვის ხუთი დაიტოვე…>>

მარცვალი ფართოდ გახელილი თვალებით შეჰყურებდა გომბეშოს, რომელიც უცნაურ რამეებს ამბობდა. მისი შეხედულებები ხომ სრულიად ეწინააღმდეგებოდა ლოტოსისას, რომელიც ჯადოსნურ ტბაზე ელოდა მას.

ამჯერად პატარას სამი ძვირფასეულობის გადამრჩენი ძალა უფრო სწრაფად მოაგონდა. რუხ სამყაროში დარჩენას, მისი წესებით ცხოვრებას და მის ბინადრებთან მიმსგავსებას მარცვალი არ აპირებდა...

მყისვე კაშკაშა ვარსკვლავმა, რომესაც ერქვა - ჭეშმარიტება - დამცავი საფარველი გადააფარა მარცვალს და ისე ძლიერად უბიძგა ზემოთკენ, რომ მან ძლივსღა მოასწრო, გომბეშოს ზურგზე ამოეკითხა სიტყვა - "სიცრუე".

და აი, ჩვენი მოგზაური მღვრიე სამყაროში აღმოჩნდა. აქ მან მხიარულად შეარხია თავისი ექვსივე ფურცელი! დიახ, დიახ, ახლა ისინი უკვე გასამმაგებულიყვნენ. ყოველი გამარჯვების შემდეგ მარცვალი იზრდებოდა და ძლიერდებოდა. სადღაც ზემოთ მზე ანათებდა და მისი სხივები, თუმცა გაჭირვებით, მაგრამ მაინც აღწევდნენ მღვრიე წყალში.

მიუხედავად ამისა, მარცვლისთვის გამოცდები ამით არ დასრულებულა...
სადღაც შორს საზიზღარი, გველის მსგავსი ჭიაყელა გამოჩნდა. ის ნელ-ნელა მოიკლაკნებოდა, თან დაჟინებით აშტერდებოდა პატარა ლოტოსს. ყურადღებით აკვირდებოდა, თითქოს უნდოდა მისი სუსტი წერტილი მოენახა.

ჭიაყელა წყვდიადის და რუხი სამყაროების ბინადრებისაგან განსხვავებით, უფრო სუსტი, მაგრამ უფრო ეშმაკი იყო. მას შემპარავი, ძილისმომგვრელი ხმა ჰქონდა: <<გაგიმართლა პატარა ლოტოსო! -ახლა უკვე შემიძლია ასე მოგმართო. ჩვენს სამყაროში სიმშვიდეა, აქ ქარიც კი არ ქრის და არც ისე ბნელა.

ქცევის წესები უბრალო და სასიამოვნო გვაქვს. თუ რაიმეს კეთება არ გსურს, ნურც გააკეთებ. შეგიძლია არ ისწავლო, არც შეეცადო. შეგიძლია ყოველგვარ სირთულეს თავი აარიდო.

ჩვენ არ გვსურს მეგობრების ყოლა, რადგან ხან მათი უგუნებობის ატანა მოგვიხდება, ხან მათთვის დხმარების გაწევა მოგვიწევს, როცა განსაცდელში ჩავარდებიან.
ამას გარდა - თუ ვინმემ რაღაც არასასიამოვნო გითხრა, თავი არ შეიკავო, არავინ დაზოგო, რაც მოგეპრიანება, ცხვირ-პირში მიახალე!>>

პატარა ლოტოსმა გაიფიქრა: << რა თქმა უნდა, მაცდუნებელი შემოთავაზებაა არაფრის კეთება, ყოველგვარი ძალისხმევის უგულვებელყოფა, მაგრამ ასე ხომ ახალს ვერაფერს გავიგებ, ვერ ვისწავლი. გარდა ამისა, მარტოობა მოსაწყენი და გაუსაძლისია. არა, არა, არა! მე შემწევს ამ მღვრიე და უფერული სამყაროდან თავის დაღწევის ძალა>>.

პატარა ლოტოსი მართალი იყო. მესამე ძვირფასეულობა მუდამ მზად იყო დახმარებოდა მას. ვარსკვლავმა სახელად მოთმინება , სწრაფად დაიწყო ზრდა მის გულში. ის იზრდებოდა მანამ, სანამ მისმა ნათებამ, პატარა ლოტოსი მთლიანად სადაფის სფეროთი არ შემოსა და ფაქიზად იწყო მისი ზემოთკენ აყვანა.
ჭიაყელამ, რომელსაც "სიზარმაცე" ერქვა, დაპატარავება იწყო და ბოლოს საერთოდ გაქრა. მზის შუქი, სულ უფრო და უფრო ნათელი და კაშკაშა ხდებოდა, ხოლო წყალი კამკამა. ნათება თანდათან შესუსტდა და ბოლოს ჩაქრა. ახლა ახალგაზრდა ლოტოსი სხვის დახმარებას აღარ საჭიროებდა. იგი თავად ძლიერი იყო. ღერომ, რომელიც გაშლილ ყვავილს იკავებდა, სწრაფად დაიწყო ზრდა. პირქუში სამყარო შორს რჩებოდა.

გამჭვირვალე სამყაროში გადაადგილება ადვილი და სასიამოვნო იყო. მოალერსე მზემ, თბილი, ოქროსფერი სხივებით გაანათა და გაათბო იგი.

აი, სამანი წყალსა და ჰაერს შორის გადალახულია. ნორჩი ლოტოსი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ უსუსური მარცვალი იყო, ჯადოსნური ტბის ზედაპირზე აღმოჩნდა.
<<კეთილი იყოს შენი დაბრუნება!>> - ეს დიდი ლოტოსის ხმა იყო, რომლის უხილავ მხარდაჭერას გამუდმებით შეიგრძნობდა, ამ ფათერაკებიან გზაზე და რომლისკენაც მთელი არსებით მიისწრაფოდა პატარა ლოტოსი. დიდმა ლოტოსმა განაგრძო: <<ახლა შენ მშვენიერი და ძლიერი ხარ. უკვე თავად შეგიძლია, სხვებს გაუწოდო დახმარების ხელი. შენი სრულყოფილი სილამაზე კი, სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენი სამყაროს ბინადართ>>.